LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისტანციური სამსახურების დამსახურებით ბელგიელები ყოველდღიურად 34 მილიონი კილომეტრით ნაკლებს დადიან

ბელგიის მაცხოვრებლები ყოველდღიურად 34 მილიონი კილომეტრით ნაკლებს დადიან, რაც სახლიდან მუშაობის დამსახურებაა. Brussels Times-ის ინფორმაციით, ამ რაოდენობიდან 16 კილომეტრი კერძო ავტომობილებზე მოდიოდა.

ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ბელგიის მობილობისა და ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურმა ჩაატარა.

ამჟამად ბელგიელთა მესამედი (31%) სახლიდან მუშაობს, მინიმუმ კვირაში ერთი დღე მაინც. თუკი მათ სამსახურამდე მისასვლელად 50 კილომეტრზე მეტის გავლა უწევთ, ასეთი „დისტანციურად“ დასაქმებულების რაოდენობა 60%-ს შეადგენს.

გამოკითხულთა უმრავლესობა სახლში ოთხშაბათობით (44%) ან ხუთშაბათობით (52%), რჩება.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილი ყველაზე არაეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებაა. ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 72%-ზე სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი.