LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბა 2024“-ის ნომინაციის „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემიის „საბას“ ჟიურიმ ნომინაციის „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.

2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემიის „საბა 2024“-ის ნომინაციის „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ფინალისტები არიან:

  • ბაჩანა ჩაბრაძე, ალფრედ ჟარისა და გიიომ აპოლინერის „პატაფიზიკა სცენაზე“ (არილი)
  • გიორგი კახიშვილი, ჰესიოდეს „სამუშაონი და დღენი“ (არილი)
  • გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი – წიგნი მესამე“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • გიორგი ხარაიშვილი, ელიზაბეტ სტრაუტის „ოჰ, უილიამ!“ (პალიტრა L)
  • ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ალეფი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (დიოგენე)
  • თამარ ლომიძე, ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“ (დიოგენე)
  • თეა შურღაია, ირაჯ ფეზეშქზადის „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (დიოგენე)
  • კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „დაუდგომელნი“ (ინტელექტი)
  • მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • პაატა ჯავახიშვილი, დავიდ დიოპის „სულიერი ძმა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკას „დღიურები“ (ალეფი)
  • ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „ობობას ბუდეების ბილიკი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.