LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჩვენი პირველი ახალი წელი დამიანესთან ერთად…დაე 2025 წელს მოეტანოს უფრო მეტი ბედნიერება , სიყვარული და წარმატება“ – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ თბილ კადრებს გვიზიარებს.

წელს ისინი შვილთან ერთად პირველად ხვდებიან ახალ წელს.

„ჩვენი პირველი ახალი წელი დამიანესთან ერთად.

გილოცავთ დამდეგს! მინდა მადლობა გითხრათ გულშემატკივრობისთვის და თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გისურვოთ საუკეთესო წელი, ჯანმრთელობა, უფლის წყალობა და ყველა ნანატრი სურვილის ახდენა.

დაე 2025 წელს მოეტანოს უფრო მეტი ბედნიერება , სიყვარული და წარმატება“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

View this post on Instagram

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)