LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aeromexico მსოფლიოში ყველაზე „პუნქტუალურ“ ავიაკომპანიად დასახელდა

საავიაციო ანალიტიკურმა კომპანიამ Cirium მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

იმის დასადგენად, რამდენად იცავდნენ ავიაკომპანიები წინასწარ გაწერილ განრიგებს, Cirium-მა 35 მილიონზე მეტი ფრენის მონაცემები გააანალიზა.

აღსანიშნავია, რომ რეისი დროულად შესრულებულად ითვლება, თუ თვითმფრინავი აეროპორტის საფრენ ბილიკზე დაგეგმილი დაშვებიდან 14 წუთსა და 59 წამში დაჯდა.

Cirium-ის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში ყველაზე „პუნქტუალური“ ავიაკომპანია მექსიკური Aeromexico იყო, მისი ფრენების 86.70% დროულად შესრულდა.

ევროპაში კი „პუნქტუალურობით“ მადრიდში დაფუძნებული Iberia Express-ი ლიდერობს, მას დროულად რეისების 84.69% შეუსრულებია.