LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უნიკალური Skyline 2000GT აუქციონზე გაიყიდება

აუქციონზე უნიკალური, იდეალურ მდგომარეობაში მყოფი Nissan Skyline 2000GT გაიყიდება. აუქციონზე Bring a Trailer უნიკალური ავტომობილის მოსაპოვებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო. კლასიკურმა კუპემ ქარხნულზე სამჯერ უფრო ძლიერი ძრავა მიიღო და ფსონებიც ყოველ საათში უფრო და უფრო იზრდება.

JDM Legends-ის სპეციალისტების შეფასებით, ახალი ძრავის სიმძლავრე 400 ცხენის ძალას შეადგენს.

ავტომობილის ვიზუალმა სერიოზული ცვლილებები განიცადა, რაც გაფართოებულ საბურავთა ბაზას, აეროდინამიკურ სპოილერს და რადიატორის ახალ ბადეს უკავშირდება. ინტერიერმა მინიმალური სპორტული დიზაინი მიიღო.