LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგთის“ აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ – კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანება გლობალურია და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს

„მაგთის” აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ – კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანება გლობალურია და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ ინტერნეტი ან საერთოდ არ მიეწოდებათ, ან დიდი შეფერხებით ახერხებენ დაკავშირებას.

როგორც კომპანია „მაგთში” აცხადებენ, ამ ეტაპზე მათთვის ისაა ცნობილი, რომ დაზიანება გლობალურია და აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.