LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში 38 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

საგარეჯოში, 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 41 წლის გიორგი ქურდოვანიძეს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციითვე, დანაშაული 10-იდან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 თებერვალს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ერთი პირი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საგარეჯოში, სოფელ ანთოკში მკვლელობა 7 თებერვალს მოხდა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.