LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

„ტვ პირველის” ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიოშვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების საფუძველზე, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.

„ვინ ხართ-მეთქი, ვეკითხებოდი და ერთ-ერთმა, რომელსაც კუბოკრული ნაჭერი ჰქონდა აფარებული პირზე, ჩურჩულით მითხრა, პოლიციელი ვარო, ვყვიროდი, რომ ჯიბეებში არაფერი ჩაედოთ“ – „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი დაკავების დეტალებზე