LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირილ ბუდანოვი – ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ფიქრობს, რომ მიმდინარე წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივლენ.

თუმცა მისივე თქმით, „რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება – სხვა საკითხია“.

„ჩემი აზრი გაინტერესებთ? – ვფიქრობ, რომ კი. ეს პარადოქსული ვითარებაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეების საწყისი პოზიციები დიამეტრულად განსხვავებულია (იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია), ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ წელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმამდე მივალთ. რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება – ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ეს მოხდება, ვფიქრობ, მოხდება. ამისთვის შემადგენელი ნაწილების უმეტესობაა,” – განაცხადა ბუდანოვმა.

მშვიდობისმყოფელი ძალების შესაძლო განლაგებაზე საუბრისას ბუდანოვმა ეჭვის ქვეშ დააყენა, რომ ეს შესაძლოა უსაფრთხოების გარანტია გახდეს, ვინაიდან, “მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის, სადაც მშვიდობისმყოფელების შეყვანამ იმუშავა”.