LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ პირველი ადამიანი ვინც საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა და ძალიან მიხარია“ – რას წერს ბლოგერი სოსო ნებიერიძე, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება

ქართველი მოგზაური ბლოგერი სოსო ნებიერიძე ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება. ამის შესახებ ბლოგერი სოციალურ ქსელში წერს და ფხენიანიდან ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც სოსო ნებიერიძე წერს, ის ჩრდილოეთ კორეაში 6 დღის განმავლობაში დარჩება.

„დღეს ფხენიანის რიგით 31ე საერთაშორისო მარათონში 47 ქვეყნის მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. მე ვარ პირველი ადამიანი ვინც საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა და ძაან მიხარია, საოცარი ვიდეო გელით“, – წერს ბლოგერი.