LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პირველ ივლისს თუ საზღვარგარეთ იქნები, მოკვდები“ – როგორ შეაშინა მიხეილ ცაგარელმა ნუგზარ ერგემლიძე

ნუგზარ ერგემლიძე „დღის პოსტის“ სტუმარი იყო. მომღერალმა ასტროლოგ მიხეილ ცაგარელთან დაკავშირებული სახალისო ამბავი გაიხსენა.

„ჩემგან დაიწყო მიხეილ ცაგარელმა ჰოროსკოპების კეთება. მგონი 1995- 96 წლები იყო. ვიყავით გადაცემაში „პირადი ჰოროსკოპი“. პირადი ჰოროსკოპის შედგენის დროს მითხრა, 2000 წლის პირველ ივლისს თუ საზღვარგარეთ იქნები, მოკვდები, თუ ტრასაზე იქნები, ავარიაში მოჰყვები და თუ რესტორანში მიხვალ, დაგჭრიანო“. – იხსენებს ნუგზარ ერგემლიძე.