დავით დოიაშვილის „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.
„ადამიანობა რომ შევაფასოთ – რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს?
პროფესიონალიზმი რომ შევაფასოთ – რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?
დოი – სიყვარულის ღირსი,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
