LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ქმარმა ცოლი დაჭრა

გორში, კვერნაქის დასახლებაში კაცმა ცოლი დაჭრა.

ოჯახი კვერნაქის დასახლებაში, სისხლის გადასხმის სადგურის ყოფილ შენობაში ცხოვრობს.

„ცოლი ახალგაზრდა გოგოა. დაჭრილია და კლინიკაში გადაიყვანეს“, – წერს ადგილობრივი მედია.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის,“კ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.