LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარხარ, ჩემი სამყარო ხარ…“ – მსახიობ გია ფერაძის ვაჟი დაქორწინდა

მსახიობ გია ფერაძის ვაჟი, გიორგი ფერაძე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ახლახან დაქორწინდა. მისი რჩეული ეტლით მოსარგებლე გოგონებს შორის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, ქსენია ბეზუგლოვაა, რომელიც ამჟამად სამოტივაციო სპიკერია. ქსენია 2008 წელს ავტოკატასტროფაში მოჰყვა, რის შედეგადაც ეტლში აღმოჩნდა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

გიორგისა და ქსენიას ურთიერთობა უკვე დიდი ხანია გრძელდება, ახლახან კი წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.

„მიყვარხარ, ჩემი სამყარო ხარ“, წერს ერთ-ერთი ერთობლივი პოსტის ქვეშ გიორგი ფერაძე.

View this post on Instagram

A post shared by Ксения Безуглова (@ksenia_bezuglova)

გიორგი ფერაძემ ბეზუგლოვას ხელი 2024 წელს სთხოვა, ქორწილი კი ქსენიას დაბადების დღეს დაემთხვა.