LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს ცნობით, პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარედ პოეტი ზვიად რატიანი დაკავეს