LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოპტიკოსების გაფრთხილება — 29-30 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე, ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივნისის დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან კი — ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის დროებითი გაძლიერება.

სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს: პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა ან გააქტიურება.

აღნიშნულ პერიოდში საფრთხის დონე საშუალოდ ფასდება.