LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი მილიონით გამდიდრდა იტალია ბეზოსის ქორწილის დამსახურებით?

მილიარდერდი ჯეფ ბეზოსის ქორწილმა იტალიას 957 მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა. ეს ციფრი ქვეყნის ტურიზმის სამინისტრომ გაავრცელა.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის და ტელე ჟურნალისტის, ლორენ სანჩესის შეუღლების ცერემონია ვენეციაში 26-დან 28 ივნისამდე გაგრძელდა. დღესასწაულს 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

ქორწილმა ვენეციას მთლიანობაში 957,3 მილიონი ევროს ეკონომიკური შემოსავალი მოუტანა, თანაც ეს მხოლოდ პირველი შეფასებით. საინტერესოა, რომ ეს თანხა ქალაქის წლიური ტურისტული ბრუნვის 68%-ს შეადგენს.

„ასეთი მოვლენები ჩვენს გლობალურ იმიჯს ამყარებენ, ქმნიან სამუშაო ადგილებს, ტერიტორიების ცნობადობას ზრდიან და კიდევ უფრო მეტ ტურისტს იზიდავენ“, – განაცხადა იტალიის ტურიზმის მინისტრმა.