LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის

ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის, – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, ახლა დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის! დღევანდელი უახლესი შემთხვევა გიორგი რამიშვილია – ერთ-ერთი ძირითადი ინტერნეტქსელის მფლობელი, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ყოფილი ბიზნესპარტნიორი!“, – წერს ზურაბიშვილი.

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

შსს: „დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გიორგი რამიშვილის სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა“