„გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი – ერთი რამ შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ ამ ინციდენტს თავად პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს“, – ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ვინაიდან რამიშვილს ბრალი ჯერ არ წარდგენია, ის მისი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს:
„დიახ, ნამდვილად შევხვდი გიორგი რამიშვილს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით და კონკრეტულად მის პოზიციასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ იმის გათვალისწინებით, რომ მას ჯერ ბრალი არ წარდგენია და მისი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია.
თუმცა, აქვე მინდა განვაცხადო, გიორგი ამბობს იმას, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი, ამ ყველაფერთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რამიშვილს ექნება შესაძლებლობა, მინიმუმ წერილობით მაინც გააკეთოს განცხადება.
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მე თავს არ მივცემ უფლებას, მისი პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებამდე ჩემი პოზიცია გავაჟღერო. ერთი რამ შემიძლია ცალსახად დავადასტურო და ვთქვა, რომ ამ ინციდენტს ბატონი გიორგი პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს“, – განაცხადა ჭკადუამ.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხებოდა „საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ბარგში შემთხვევით მოხვდეს იარაღი“, ადვოკატმა უპასუხა, რომ „სადაც არსებობს სიტყვა – „შემთხვევით“ და „შესაძლებელია“, ყველგან შესაძლებელია რაიმე მოხდეს“:
„სადაც არსებობს სიტყვა – „შემთხვევით“ და სადაც არსებობს სიტყვა – „შესაძლებელია“, ყველგან შესაძლებელია რაიმე მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მესმის, არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი.
ამასთან დაკავშირებით როგორც ოჯახმა, ასევე „სილქ როუდ ჯგუფმა“ გააკეთა განცხადება, რომ მოგვიანებით და დამატებით კითხვებთან დაკავშირებით გიორგი აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას. რამიშვილს დავუტოვოთ ეს უფლება, რომ მან განმარტოს საზოგადოების წინაშე და მასმედიისთვის ის დეტალები, რაც მისთვის ცნობილია“. – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ზურაბიშვილი: ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის
ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი გუშინ აეროპორტში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.
გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო
⭕⬇ როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს ამბავი ვრცლად⬇ #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Sunday 6 July 2025
