14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ერთ-ერთი გარდაცვლილის, მეგი ჯაიანის დამ, ნაზი ჯაიანმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა. ამჯერად ის „ფეისბუკში“ დასთან ერთად გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების კოლაჟს აქვეყნებს და მას ემოციურად მიმართავს.
„ახლა 05:26 საათია და მთელმა ჩვენმა ბავშვობამ ჩამიარა თვალწინ. შენზე ფიქრი არ მაძლევს მოსვენების საშუალებას და არც ძილის, მაგრამ როდესაც შენ მანდ ხარ, მე რა დამაძინებს?! ძალიან, ძალიან რთულია დაძინება და მერე ამ რეალობაში გაღვიძება… ძალიან ცუდ სიზმარში ვართ, რომლიდანაც გამოსვლა შეუძლებელია..
ყოველდღე ვუყურებ ჩვენს ფოტოებს და ვიდეოებს და ყოველდღე ერთსა და იმავე კითხვას ვსვამ.. ნუთუ ეს ჩემი და ჩვენი მეგია? ნუთუ ეს ჩვენს თავს ხდება?… დღეები გადის და ეს ტკივილი უფრო და უფრო ღრმავდება, უფრო და უფრო რთულია შენს გარეშე აქ ყოფნა.. მინდა ძალიან მაგრად ჩაგეხუტო და აღარ გაგიშვა ხელი.. დედმამიშვილზე ძვირფასი და ახლო, არავინ და არაფერია…
მტკივა შენი დაკარგვა, მტკივა ის სიცარიელე, რომელიც შენმა წასვლამ დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიარეთ ცხოვრების რთულ და ლამაზ გზებზე…
ისე, რამდენს უძლებს ადამიანის გული არა?! რა ვართ ადამიანები არა? ყველაზე ცოდო, ვინც კვდება, ის არის, თორემ ჩვენ გვინდა, არ გვინდა, გვიწევს ცხოვრების გაგრძელება ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის. ადრე მომენტალურად რომ გავიფიქრებდი, რა შეიძლება მომხდარიყო, ეგეც ცუდად მხდიდა, ჩემი გონება წყვეტდა ფიქრს და ითიშებოდა.
და ახლა როდესაც ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, ჩემი გული და სხეული გაქვავდა, ვეღარ გრძნობს ვერაფერს, ვერც ფიქრობს, ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ ჩემი დაა, რომლისთვისაც დაუფიქრებლად გავწირავდი თავს, მაგრამ დამასწრო, სამწუხაროდ.
ამასობაში მე აქეთ ტკივილით ნატანჯი დღეებით ვცხოვრობ 14 ივნისის მერე და მილიონ ადამიანში ვეძებ ნაცნობ თვალებს, ჩემებურად სევდიანს და იდუმალი გრძნობებით სავსეს… უიმედობის მთელს ბარიკადებს ერთმანეთზე ვაწყობ და ვცდილობ გადავრჩე…
რთულია იპოვო მომავლის იმედი იქ, სადაც ყველა დღე შავ-თეთრად არის შეფერადებული, რთულია იცხოვრო იქ, სადაც სახლში დაბრუნებულს შენს მშვიდ ღიმილს არ დავინახავ, შენი ფუსფუსი სახლში აღარ იქნება, არც შენი წამოძახილები და არც ჩვენი ჩხუბი.. შენ არ ხარ აქ და ამ სიშორიდან ჩემი ხმა მხოლოდ ყრუდ და არაფრისმომცემად ისმის, მაგრამ მაინც ვაგრძელებ და გესაუბრები უსასრულოდ…
და ჩვენმა ცხოვრებამ, შენ გარეშე, ფერი დაკარგა… მე ყოველთვის და უსასრულოდ დაგელოდები, რადგან ამ ძალიან ცუდ სიზმარს თუ ბოლომდე გავიაზრებთ, არ ვიცი რა და როგორ იქნება ჩვენს ცხოვრებაში“, – წერს ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში.
ახლა 05:26 საათია და მთელმა ჩვენმა ბავშვობამ ჩამიარა თვალწინ.. შენზე ფიქრი არ მაძლევს მოსვენების საშუალებას და არც ძილის, მაგრამ როდესაც შენ მაქ ხარ მე რა დამაძინებს?! ძალიან, ძალიან რთულია დაძინება და მერე ამ რეალობაში გაღვიძება… ძალიან ცუდ სიზმარში ვართ, რომლიდანაც გამოსვლა შეუძლებელია.. 💔 ყოველდღე ვუყურებ ჩვენს ფოტოებს და ვიდეოებს და ყოველდღე ერთიდაიგივე კითხვას ვსვამ.. ნუთუ ეს ჩემი და ჩვენი მეგია? ნუთუ ეს ჩვენს თავს ხდება?… დღეები გადის და ეს ტკივილი უფროდაუფრო ღრმავდება, უფროდაუფრო რთულია შენს გარეშე აქ ყოფნა.. 💔 მინდა ძალიან მაგრად ჩაგეხუტო და აღარ გაგიშვა ხელი.. დედმამიშვილზე ძვირფასი და ახლო, არავინ და არაფერია… ❤️🩹 მტკივა შენი დაკარგვა, მტკივა ის სიცარიელე, რომელიც შენმა წასვლამ დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიარეთ ცხოვრების რთულ და ლამაზ გზებზე… ❤️🩹 ისე რამდენს უძლებს ადამიანის გული არა?! რა ვართ ადამიანები არა? ყველაზე ცოდო ვინც კვდება ის არის, თორემ ჩვენ გვინდა, არ გვინდა, გვიწევს ცხოვრების გაგრძელება ჩვენი საყვარელი ადამიანებისთბის. ადრე მომენტალურად რომ გავიფიქრებდი, რა შეიძლება მომხდარიყო, ეგეც ცუდად მხდიდა, ჩემი გონება წყვეტდა ფიქრს და ითიშებოდა. 💔 და ახლა როდესაც ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, ჩემი გული და სხეული გაქვავდა, ვეღარ გრძნობს ვერაფერს, ვერც ფიქრობს, ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ ჩემი დაა, რომლისთვისაც დაუფიქრებლად გავწირავდი თავს, მაგრამ დამასწრო, სამწუხაროდ. 💔 ამასობაში მე აქეთ ტკივილით ნატანჯი დღეებით ვცხოვრობ 14 ივნისის მერე და მილიონ ადამიანში ვეძებ ნაცნობ თვალებს, ჩემებურად სევდიანს და იდუმალი გრძნობებით სავსეს… უიმედობის მთელს ბარიკადებს ერთმანეთზე ვაწყობ და ვცდილობ გადავრჩე…. ❤️🩹 რთულია იპოვო მომავლის იმედი, იქ სადაც ყველა დღე შავთეთრად არის შეფერადებული, რთულია იცხოვრო იქ, სადაც სახლში დაბრუნებულს შენს მშვიდ ღიმილს არ დავინახავ, შენი ფუსფუსი სახლში აღარ იქნება, არც შენი წამოძახილები და არც ჩვენი ჩხუბი.. შენ არ ხარ აქ და ამ სიშორიდან ჩემი ხმა მხოლოდ ყრუდ და არაფრისმომცემად ისმის, მაგრამ მაინც ვაგრძელებ და გესაუბრები უსასრულოდ… ❤️🩹 და ჩვენმა ცხოვრებამ, შენს გარეშე, ფერი დაკარგა… მე ყოველთვის და უსასრულოდ დაგელოდები, რადგან ამ ძალიან ცუდ სიზმარს თუ ბოლომდე გავიაზრებთ, არვიცი რა და როგორ იქნება ჩვენს ცხოვრებაში… 💔🕊️
Posted by Nazi Jaiani on კვირა, 06 ივლისი, 2025
ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, 3 ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ერთ პირს – უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
