LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულეს

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულა.

უწყების ცნობით, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.

შეგახსენებთ, რომ ადგილზე დღის განმავლობაში რამდენიმე პირი დააკავეს, არაოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანი.

„არსებული შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშია“ – აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ფოტო: ინტერპრესნიუსი