რატომ არის რთული ერთგულება? – ამის შესახებ მამა ბასილმა eklesianews.ge-სთან ისაუბრა.
„იმიტომ რომ თავგანწირვას მოითხოვს, თავგანწირვა კიდევ ეგრე იოლი არ არის. თავგანწირვა ნიშნავს, რომ შენს დაცემულ ბუნებაზე, ვნებებზე უარი უნდა თქვა და ის აკეთო, რაც არ გინდა. როგორც ამბობს შოთა რუსთაველი – “რაც არა გინდა იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“. რაც შენ გინდა, შენ ვნებებს რომ აყვები ეგ კი არ არის, შენ რომ არ გინდა იმის გაკეთებას მოგთხოვს თავგანწირვა და ერთგულება ამის გარეშე არ არსებობს“, – ამბობს მამა ბასილი.
