LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV Video Music Awards-ზე ოზი ოსბორნის ტრიბიუტი შედგება – სცენაზე ,,აეროსმიტის” სტივენ ტაილერი წარდგება

7 სექტემბერს, MTV-ის მუსიკალური ვიდოების 42-ე დაჯილდოებაზე, ოზი ოსბორნის ხსოვნისა და შემოქმედების პატივსაცემად, სპეციალური პერფორმანსი გაიმართება.

ცნობილი გახდა, რომ ტრიბიუტისას სცენაზე ვეტერანი ბენდის – Aerosmith ვოკალისტი – სტივენ ტაილერი და გიტარისტი – ჯო პერი, ასევე საკულტო ჯგუფის – Extreme გიტარისტი – ნუნო ბეტენკორტი და მომღერალი – Yungblud წარდგებიან.

ოთხეული ,,ბნელეთის პრინცის” ყველა დროის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

ოზი ოსბორნის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ცნობილია

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ MTV Video Music Awards-ზე ასევე მერაია ქერის, ბასტა რაიმსისა და რიკი მარტინის სპეციალური პერფორმანსებიც შედგება, რომელთაც არტისტები საპატიო პრემიების მიღების აღსანიშნად თავად გამართავენ.

მერაია ქერი მაიკლ ჯექსონის სახელობის პრემიას მიიღებს

View this post on Instagram

A post shared by MTV (@mtv)