LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრძოლა მორიგი ჩემპიონობისთვის…V ტური განსაკუთრებულია“ – ნონა გაფრინდაშვილის კადრი იტალიიდან

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი, 84 წლის ასაკში მორიგი მსოფლიო ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩაება.

იტალიაში გადაღებულ კადრს ნონა გაფრინდაშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„იტალია, გალიპოლი.

ბრძოლა მორიგი ჩემპიონობისათვის.

V ტური განსაკუთრებულია – ნონა რუსეთის წარმომადგენლთან – მსოფლიოს ჩემპიონ – გალინა სტრუტინსკაიას წინააღმდეგ თამაშობს“, – ვკითხულობთ ტექსტში.

ნონა გაფრინდაშვილი: „სანამ ცოცხალი ვარ, ვითამაშებ! ასაკი ხელს არ მიშლის…“

ვიდეო: „რა არის იცით? ჩემი ცხოვრება არის ჭადრაკი…მთავარია არ გაჩერდე, სანამ საშუალებას მომცემს გონება ვითამაშებ..რომ გავჩერებულიყავი, ასაკი უფრო დამეტყობოდა, მაგალითს ვაძლევ ასაკოვან ადამიანებს, იყვნენ აქტიურები იმ საქმეში, რასაც აკეთებდნენ“ – ნონა გაფრინდაშვილი

ვიდეო: “მე ისეთი დიდოსტატები დავამარცხე და ისეთი პარტიები მოვუგე, რომ ერთმა სამჯერ მომილოცა…” – ნონა გაფრინდაშვილი ვაჟ დიდოსტატებთან შეჯიბრს იხსენებს

„ფენომენი, რაც 40 წლის მანძილზე იყო: 29 წელი ჩემპიონობა.. არა მგონია განმეორდეს“ – ნონა გაფრინდაშვილი თავის მიღწევებზე