LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი წყვილი დაქორწინდა, 6 ათასი კი განქორწინდა

135
ქორწინება, განქორწინება

იანვარ-ივნისში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დემოგრაფიული მონაცემებიდან ირკვევა, ქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში აღირიცხა.

ქორწინებების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი – 2 993
  • იმერეთი – 1 466
  • ქვემო ქართლი -1 302
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 1 144

რაც შეეხება განქორწინებებს, ყველაზე მეტი შემთხვევა ასევე თბილისში დაფიქსირდა და 2 130 შეადგინა. იმერეთში 968, ქვემო ქართლში 674, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 554 განქორწინება აღირიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები