LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა ვუნდერკინდი“ – 3 წლის ცოტნემ დოლზე საოცარი შესრულებით ინტერნეტ სივრცე მოიცვა

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო. კადრში პატარა ბიჭუნა ენერგიულად და სრული სიზუსტით უკრავს დოლზე.

როგორც ირკვევა, პატარა ბიჭუნა 3 წლის ცოტნე გვარიშვილია.

პატარა ცოტნეს შესრულებამ უამრავი თბილი კომპლიმენტით ინტერნეტ სივრცე „ააფეთქა“.