LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ისინი ჩემ გულშემატკივრებს ვერ წაიყვანენ” – ქარდი ბიმ კონცერტზე ICE-ს მიმართა

11 თებერვალს, ქარდი ბიმ მეორე სტუდიური ალბომის – Am I the Drama? მხარდასაჭერი ამერიკული ტურნე დაიწყო. Little Miss Drama Tour-ის გამხსნელ კონცერტზე რეპერმა ახალი დისკის სიმღერები და შემოქმედების ჰიტები, მათ შორის – Money, Press, Up და Bodak Yellow შეასრულა.

View this post on Instagram

A post shared by Just Jared (@justjared)

შოუს მსვლელობისას ჰიპ ჰოპ არტისტმა სცენიდან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიგრაციული პოლიტიკისა და საიმიგრაციო სამსახურის (ICE) თანამშრომლებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი მის გულშემატკივრებს ვერ შეეხებოდნენ.

„თუ ICE აქ შემოვა… ისინი ჩემ გულშემატკივრებს ვერ წაიყვანენ” – განაცხადა შემსრულებელმა.

View this post on Instagram

A post shared by Pop Tingz (@thepoptingz)

აღსანიშნავია, რომ ქარდი ბი ერთ-ერთია იმ არტისტებს შორის, რომლებიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან და მას საჯაროდ აკრიტიკებენ.

,,მოპარულ მიწაზე არავინ არის არალეგალი” – ბილი აილიში და Bad Bunny „გრემის“ დაჯილდოებაზე ICE-ს დაუპირისპირდნენ

ცნობისთვის, მასშტაბური კონცერტების სერიით, რეპერი ამერიკელი მსმენელის წინაშე, 17 აპრილის ჩათვლით წარდგება. Little Miss Drama Tour ქარდი ბის მეორე ამერიკული გასტროლია. პირველად ის ტურნეში 2019 წელს იმყოფებოდა.

View this post on Instagram

A post shared by Cardi B (@iamcardib)