LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში მატარებელი ბავშვს დაეჯახა

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ბავშვს მატარებელი დაეჯახა.

ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.