LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცარი ხმაა, კონკურსი არ სჭირდება…“ – მარიამ გუჯეჯიანის კოლორიტული შესრულება „საქართველოს ხმის“ სცენაზე და აღფრთოვანებული ჟიური და მაყურებელი

„საქართველოს ხმის“ მორიგი აღმოჩენა გახდა მარიამ გუჯეჯიანი, რომელმაც ანსამბლ „ფიროსმანის“ წევრების აკომპანემენტით შეასრულა „გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო“ ცინუკი დადიანის შემოქმედებიდან და ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია.

მას „რუსთავი 2“-ზე „საქართველოს ხმის“ დღევანდელ ეპიზოდში ვიხილავთ.

„საოცარი ხმაა, კონკურსი არ სჭირდება…“

„რა კარგი გოგოა, საოცარი ხმით…“

„ეს გოგონა კონკურსის გარეშე გაატარეთ… ბრწყინვალე მონაცემებით და შესრულებით…“