LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან იყო, ფეხბურთის თამაშის დროს დაშავდა, იგი ბათუმში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.