LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლივია როდრიგომ სრულად ქალი არტისტებით დაკომპლექტებული ფესტივალი დააანონსა

ოლივია როდრიგომ ახალი, ქალთა მუსიკალური ფესტივალი – Daisy Chain Fields დააანონსა. ფესტივალი 29 აგვისტოს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ირვაინში გაიმართება.

ფესტივალი დაკომპლექტებული სრულად ქალი არტისტებით იქნება. მასში მონაწილეობას თავად დამფუძნებელთან ერთად ჩაპელ როანი, დოჩი, Katseye, Mitski, Garbage, Bikini Kill და სხვები, ასევე სპეციალური სტუმრები – კარენ ოუ, სარა მაკლაკლენი და სტივი ნიქსი მიიღებენ.

ფესტივალს საქველმოქმედო ხასიათი ექნება. ბილეთებიდან შემოსული წმინდა მოგების 100% მოხმარდება ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ქალებსა და გოგონებს.

View this post on Instagram

A post shared by Olivia Rodrigo (@oliviarodrigo)