LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი დაბადების დღე უშენოდ დე, ამ ღიმილის გამო დე?!“ – რას წერს ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლოზის დედა, თათია ჩირგაძე წერს და შვილის კადრებს გვიზიარებს:

„პირველი დაბადების დღე უშენოდ დე, ამ ღიმილის გამო დე??!! 18 წელი, გილოცავ ჩემო სიამაყე …“ – წერს თათია ჩირგაძე.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს.