პოდკასტ „მეხუთე ელემენტს“ ცნობილი ფიტნეს-მწვრთნელი და ნუტრიციოლოგი ნინო (ჩერი) ჩერქეზიშვილი სტუმრობდა და წონის კლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.
– ჯანსაღი კლება, თვეში რამდენი კილოგრამია?
„როგორც წესი, წონაზე არის დამოკიდებული, მაგრამ ძირითადად მიღებულია, რომ 2 კილოგრამი არის მაქსიმუმი, რასაც 1 თვის განმავლობაში დავიკლებთ.
სწრაფად რო არ წავიდეს კლება ორგანიზმი ამდენი ხნის განმავლობაში შეჩვეულია, რომ ეს წონა არის მისი.
თუ ის 2 კილოგრამი ასაკისთვის შეუსაბამოა და არაჯანსაღია სხეულისთვის, ყველაფერს იზავს სხეული, რომ არ დაიკლო.
მნიშვნელოვანია გრძელვადიანი რუტინა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ , რომ 1 თვეში უნდა დავიკლოთ ის 2 კგ.
თუ იმ თვიდან ამ თვემდე 200 გრამიანი კლება მაინც არის, ესეც კლებაა. არ შეიძლება ყოველთვის კილოგრამებში ვითვლიდეთ კლებას“, – აცხადებს ნინო (ჩერი) ჩერქეზიშვილი.
„დაიკლებ თუ არა წონაში, თუ მთელი დღე მხოლოდ ბოსტნეულს შეჭამ“ – ნინო (ჩერი) ჩერქეზიშვილის რჩევები
