შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა გრძელდება. მან სოციალურ ქსელში ამჯერად საფრანგეთის ქალაქ ბიარიციდან ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ერთ-ერთ გამორჩეულ და ისტორიულ სასტუმროში – Hôtel du Palais Biarritz-ში იმყოფება.
როგორც ყოველთვის, შორენამ ყურადღება თავისი დახვეწილი სტილით მიიქცია. ფოტოებში ის ელეგანტურ კაბაში პოზირებს და შესანიშნავ ფორმაშია.
ცნობისთვის, Hôtel du Palais ბიარიცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპლექსია – ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც 1854 წელს ნაპოლეონ III-მ იმპერატრიცა ეჟენისთვის ააშენა.
