LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„1 წელი შენთან ერთად, მადლობა ღმერთს, რომ ისევ შევხვდით…“ – მომღერალი თაკო კაკალაშვილი საკუთარი გაბედნიერების დღეს იხსენებს

მომღერალი თაკო კაკალაშვილი თავისი განსაკუთრებულად ბედნიერი დღიდან ფოტომოგონებას აზიარებს.

ის და მისი მეორე ნახევარი საკუთარი ქორწილის დღეს არიან გადაღებულები. თაკო აღნიშნავს:

„1 წელი შენთან ერთად 💖 მადლობა ღმერთს, რომ ისევ შევხვდით…“

ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც თაკომ თავისი ბედი გიგას დაუკავშირა, fortuna.ge-სთან ისაუბრა, თუ როგორ საინტერესოდ შეხვდა თავის მეორე ნახევარს, მრავალწლიანი განშორების შემდეგ:

„ჩვენ ერთმანეთი გავიცანით მათემატიკის გაკვეთილზე, რადგან ძალიან აქტიური ვიყავი, გადამსვეს გიგასთან, შანსი არ არის, ვერ აალაპარაკებო, ზუსტად ერთ თვეში ისეთი შეყვარებულები ვიყავით, ვეღარ დავმალეთ და გავხდით შეყვარებულები. მერე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, დავშორდით ხუთი წლის განმავლობაში. ისევ გადავიკვეთეთ ხუთი წლის შემდეგ, ზრდასრულები და ჩამოყალიბებულები და ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. იმ ხუთი წლის შემდეგ ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს, მივხვდით, რომ არაფერი შეცვლილა და ისევ გვიყვარდა ერთმანეთი. გადავწყვიტეთ, ცხოვრება ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა…“