LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლე ჯოჯოხეთად მექცა, ეს 12 წელი რა გამოვიარე, რა გადავიტანე, არავინ იცის… მე მხოლოდ ჩემი ერთადერთი შვილის პოვნას ვცდილობ…“ – რას წერს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა

„სიცოცხლე ჯოჯოხეთად მექცა, ეს 12 წელი რა გამოვიარე, რა გადავიტანე, არავინ იცის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი წერს და შვილის კადრებს ავრცელებს.

ვიდეო: „ვიცოდი, რომ ეს ამბავი იგეგმებოდა 2-3 კვირით ადრე…“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე

სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილი, დაკარგული შვილის პოვნაა:

„სიცოცხლე ჯოჯოხეთად მექცა, ეს 12 წელი რა გამოვიარე, რა გადავიტანე, არავინ იცის. უფალი ხედავდა, შვილს ვეძებდი და ვიტანჯებოდი, ვტიროდი, მოვთქვამდი და სიკვდილს ვნატრობდი. სანამ ჩემკენ ხელს გამოიშვერთ დაფიქრდით, რადგან არ გპასუხობთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მტყუანი ვარ, ასეა საჭირო, მე მხოლოდ ჩემი ერთადერთი შვილის პოვნას ვცდილობ…“ – წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.

„დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან“ – ტარიელ კაკაბაძე

„არ ვიცი, რისთვის გამწირეს… შვილო, სად ხარ?“ – სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს 30 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს