ნუკი კოშკელიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ხშირად სჩვევიათ სხვის ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებში ჩარევა.
აღნიშნულის შესახებ კოშკელიშვილმა თამარ ობგაიძის პოდკასტში ისაუბრა და პირადი მაგალითიც მოიყვანა.
„საქართველოში განსაკუთრებით არსებობს, ბებიის, მეზობლის, ნათესავის აზრი, რომელიც აი ჩახტომით არის ჩვენს პირად ცხოვრებაში. აუცილებლად ვიღაც დაგარიგებს ჭკუას.
ორი თვის ჩამოსული ვარ და ყველაფერი მასწავლეს საერთოდ, რა ვიცი, რა არ ვიცი, როგორ უნდა ვაჭამო. ფეხები რატომ აქვს შიშველი? ჩააცვი რაღაც. კონდიციონერში ნუ გყავს ფილტვების ანთება დაემართება. აი ყველაფერი საერთოდ…“ – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
