შორენა ბეგაშვილის ულამაზესი დედიკო, ნინელი ბაიდოშვილი 80 წლის გახდა.
ტელეწამყვანმა თავის მშობელს დაბადების დღე საოცარი ტორტით მიულოცა და ემოციური კადრები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
„80-წლის იუბილარი…დედა“, – წერს შორენა ბეგაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კადრების კომენტარებში საზოგადოებამ გულთბილი სიტყვები არ დაიშურა:
„ღმერთო რა ლამაზია. გილოცავთ“…„დიდხანს გყავდეთ ჯანმრთელი და ბედნიერი“…„საყვარელი დედიკო…დიდხანს გყავდეს საიმედოდ“…„აი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი 80 წლის ასაკში“.
