ინფლუენსერი გიგი ქათამაძე, რომელსაც სოციალურ ქსელებში ვიცნობთ სახელით Gigi Off The Road, საუბრობს იმის შესახებ, რომ 17 წლის ასაკში დაბრუნების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, უნივერსიტეტში შესვლას არ იჩქარებდა:
„მე რომ ახლა 17 წლის ვიყო და ყველაფერს თავიდან ვიწყებდე, ჩემთვის პრიორიტეტი არ იქნებოდა, რომ უნივერსიტეტში შევსულიყავი და მეჩქარა. დავფიქრდებოდი, რა მომწონს, რისი გაკეთება მომინდებოდა… წავიდოდი და ვიმუშავებდი ფრილანსერად. ვისწავლიდი მონტაჟს, გადაღებას, ვიდეოგრაფი ვიქნებოდი, ან დიზაინერი. მოვიფიქრებდი ისეთ რამეს, რაც გამაბედნიერებდა. თუ მერე დამჭირდებოდა, რომელიმე უნივერსიტეტში განათლების მიღება, მივიღებდი. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, უბრალოდ ავირჩიე რაღაც ფაკულტეტი. ეს არჩევანი არ იყო სწორი. ის სამი წელი კარგი იყო, მაგრამ ის გამოცდილება ვერ მივიღე და ვერ ვისწავლე ის, რაც ნამდვილად მჭირდებოდა…“
