ვიზაჟისტი ლიკა გაგნიძე, რომელმაც უკვე მეორედ სიმსივნე დაამარცხა, სოციალურ ქსელში თავისი სიზმრის შესახებ წერს, რომელიც იმ ღამეს ნახა, სანამ ანალიზების პასუხებს მიიღებდა, რომ სრულიად ჯანმრთელია.
„სიზმარზე ყურადღების გამახვილება არ მინდა, მაგრამ წუხელ მამა გაბრიელი დამესიზმრა, დაჟანგული ჭიშკრიდან გამოვიდა წელში გამართული და უფრო დიდი, სადღაც უნდა წავსულიყავით ერთად, ჩემს გვერდით არ დამჯდარა, ვეღარც ვხედავდი თუმცა ვიცოდი ერთად უნდა წავსულიყავით
ღმერთს მადლობა დღევანდელი დღისთვის, ის ყოველთვის მახსენებს იმას რომ მისი იმედი უნდა მქონდეს ❤️“, – წერს ლიკა გაგნიძე.
