LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაფერი მოდის ბავშვობიდან…დროზე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის აღიარება“ – ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი გვირჩევს, როგორ დავძლიოთ ბავშვობის ტრავმები

„ყველაფერი მოდის ბავშვობიდან…დროზე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის აღიარება,“ – ამის შესახებ ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი საუბრობს.

პროფესორი კოტე მათითაშვილის პოდკასტში აღნიშნავს, რომ ბავშვობის ტრავმებთან გამკლავება აღიარებით იწყება, შემდეგ კი ადამიანმა ორი ეტაპი უნდა გაიაროს.

„პირველი აღიარება, რომ გვაქვს რაღაც პრობლემა, მაინც და მაინც ბიძაშვილს, მამიდაშვილს და დირექტორს, რომელიც ცუდად მომეპყრო იმას კი არ უნდა დავაბრალოთ, არამედ უნდა მოვიძიოთ ჩვენში.

პირველი – უნდა ვაღიაროთ, ფსიქოთერაპიის ფუნქცია ესაა.

შემდეგ იწყება ორი საინტერესო ეტაპი: პირველი არის მშობლების დემითოლოგიზაცია, მე ისეთი მამა მყავდა, მე ისეთი დედა მყავდა…სამწუხაროდ, დღეს ვხვდები რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული როგორც დედას მიუხედავად ჩემი ფსიქიატრიული ბეგრაუნდისა. და მესამე ეტაპი არის, რა თქმა უნდა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო – „reparenting”, ანუ განმეორებით მშობლობა, მშობლად უნდა გავიზარდო ისევ თავიდან,” – აღნიშნავს ნინო ოკრიბელაშვილი.

View this post on Instagram

A post shared by კოტcast (@kot.cast)