LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქტომბრის თვის 3 ფავორიტი ნიშანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ“ – ასტროლოგის მიმოხილვა

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა „ზმას“ ეთერში ოქტომბრის თვის 3 ფავორიტ ნიშანს ასახელებს და საინტერესო მიმოხილვას გვთავაზობს.

„ოქტომბრის თვის 3 ფავორიტი ნიშანი. მნიშვნელოვანი მოვლენები ელოდებათ პირველ რიგში სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რადგან ამ ნიშანში შედის სელენა, იგივე მფარველი ანგელოზი. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ საშუალება დაალაგონ პირადში გართულებული სიტუაციები. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისი.

რიგით მეორე ნიშანი, რომელიც ცვლილებებს უნდა ელოდოს, ეს არის კურო. თუ ექნებათ მათ გამბედაობა, რომ აღმოაჩინონ თავის თავში ინდივიდუალიზმი, შეეცდებიან რომ იყონ საკუთარი თავი. მათ მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება.

მესამე ნიშანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება, არის ვერძი. მათ ექნებათ ძალა და ოპტიმიზმი იმისთვის, რომ სირთულეები გადალახონ. გამოასწორებენ ასევე რთულ სიტუაციებს. ასევე შესაძლოა მოხდეს ჯანმრთელობის პრობლემების საბოლოოდ მოგვარება“, – ამბობს სოფია ბზეკალავა.