“ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება და არა გია ვოლსკის”,- ამის შესახებ მოქალაქე თენგიზ ზენაიშვილი „ტვ პირველზე” გასულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სახლი, რომელიც ეთერში აჩვენეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკს ეკუთვნის.
“არა! ეს ჩემია და ვოლსკის მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ. ახლობლებო, ის ხომ იცით, რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს?
დაიმახსოვრეთ, ეს სახლი გონიოში, ჩემია და მეტი არავის!
ჟურნალისტებო, ნუ შემაწუხებთ. აგერაა ფოტოებიც. რეესტრიდან ამონაწერის ძიება მეზარება. გამგები გაიგებს”,- წერს თენგიზ ზენაიშვილი ფეისბუქში.



