როდესაც ტექნიკის ბაზაზრე პლანშეტები გამოჩნდა, ბევრი ფიქრობდა, რომ ისინი ნამდვილ ფურორს მოახდენდნენ, თუმცა რამდენადაც დიდი იყო ინტერესი, ისევე მალე შეწყდა მათზე მოთხოვნა.
ცნობილმა ტექნიკურმა გამოცემამ გამოაქვეყნა რამდენიმე მიზეზი, რაც დაგანახებთ, რატომ არ უნდა შეიძინოთ პლანშეტი:
სმარტფონები ზომაში გაიზარდა
თქვენ თავადაც შეამჩნევდი, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში სმარტფონების ზომებმა მოცულობაში მკვეთრად მოიმატა. ამასთან, მას გაუძლიერდა პროცესორი და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა. შედეგად, პლანშეტის ქონამ აზრი დაკარგა.
ნოუთბუქები დამსუბუქდა და დაპატარვდა
პლანშეტების პოპულარობა თავდაპირველად იმანაც განაპირობა, რომ ნოუთბუქები დიდი და მძიმე იყო და გამუდმებით ხურდებოდა. მაგრამ ის დრო წარსულში დარჩა და ახალი თაობის ნოუთბუქებს თხელი კორპუსი, გაგრილების თანამედროვე სისტემები აქვს და ერთ კილოგრამზე ნაკლებს იწონის.
პლანშეტების ავტონომიურობა უპირატესობა აღარ არის
ბოლო დროს პლანშეტები მომხმარებლებს მაღალი ავტონომიურობით აღარ გამოირჩევა. სმარტფონები გაცილებით ენერგოეფექტური გახდა, შესაბამისად პლანშეტებმა ამ მხრივ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
სპეციალური ამოცანებისთვის – სპეციალური მოწყობილობები
პლანშეტებმა, მიუხედავად მათი ფუნქციონალურობისა და შესაძლებლობებისა, ვერ ჩაანაცვლეს ელექტრონული წიგნები. ამ მხრივ მისმა შემქმნელებმა ვერც ვიდეოთამაშების მოყვარულთა გული მოიგეს.
გამოსავალს ვიპოვი, როცა პლანშეტი მექნება
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა და მიდგომაა. მას კი ის ადამიანები უშვებენ, რომელთა პლანშეტები თვეობით მაგიდის უჯრაში დევს – დამჯდარი, უსარგებლო და მივიწყებული. ნუ გაიმეორებთ მათ შეცდომას.