ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯიმ ქერი ფარულად დაქორწინდა. 64 წლის მსახიობის ქორწინება მის დიდი ხნის პარტნიორ, მინ აჰთან გამოცემა PEOPLE-ს მისმა წარმომადგენელმა დაუდასტურა.
ის, რაც გამოგვრჩა – 64 წლის ჯიმ ქერის სკანდალური გამოჩენა და მისი მეგობარი გოგო
წყვილის ქორწინება მათი საჯაროდ გამოჩენიდან შვიდი თვის შემდეგ შედგა. ჯიმ ქერი და მინ აჰი პირველად ერთად საფრანგეთში, „სეზარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაიღეს, სადაც მსახიობმა პარტნიორს სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული სიყვარულით მიმართა.
ქერიმ სიტყვა მთლიანად ფრანგულ ენაზე წარმოთქვა და მადლობა გადაუხადა ოჯახს, მათ შორის ქალიშვილ ჯეინს, შვილიშვილ ჯექსონსა და თავის „საოცარ თანამგზავრს“, მინ აჰს.
„მადლობა ჩემს შესანიშნავ ოჯახს, ჩემს ქალიშვილ ჯეინს და ჩემს შვილიშვილ ჯექსონს. ახლა და სამუდამოდ მიყვარხართ. მადლობა ჩემს საოცარ თანამგზავრს, მინ აჰს“, – განაცხადა მსახიობმა. მან ასევე პირდაპირ მიმართა პარტნიორს: „მიყვარხარ, მინ აჰ“.
ცნობისთვის, ჯიმ ქერისა და მინ აჰის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის. მათი ერთობლივი ფოტოები ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში გავრცელდა.
ჯიმ ქერის ყოფილი პარტნიორი მის შეცვლილ გარეგნობაზე ალაპარაკდა