ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ თითის ანაბეჭდი მხოლოდ რამდენიმე სახეობის სმარტფონში იყო, ნელ-ნელა კი ეს სიახლე დაბალფასიან მოდელებშიც გამოჩნდა.
კომპანიამ ZTE წარმოადგინა სიახლე სახელწოდებით Blade A1. იგი მხოლოდ 95 დოლარი ღირს და საკმაოდ მაღალი ხარისხის თითის სკანერი აქვს. მას 5 დიუიმიანი ეკრანი, 2 გიგაბაიტი მეხსიერება და 4 ბირთვიანი პროცესორი აქვს.
აპარატის წინა კამერას 8 მეგაპიქსელი აქვს, ძირითადს კი – 13.
სმარტფონი ანდროიდის ბაზაზე მუშაობს. მისი სისქე 8,9 მილიმეტრია. სიახლე ხელმისავწდომი თეთრ, ცისფერ, მწვანე, ყვითელ და ნაცრისფერ ფერებშია.
