LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ დამტოვე დე, როგორ ვიცოცხლო უშენოდ, ჩემო ფერია?“ – ავჭალაში, ხიდიდან გადავარდნის შედეგად გარდაცვლილი 17 წლის გოგოს დედა

1342
მარიამ ლომიშვილი

25 აგვისტოს, ავჭალაში ტრაგედია დატრიალდა – 17 წლის გოგო, არსებული ინფორმაციით, ავჭალის გაუქმებული ხიდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

ავჭალაში, ხიდიდან გადმოვარდნის შედეგად 17 წლის გოგო გარდაიცვალა

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გარდაცვლილი მოზარდი მარიამ ლომიშვილია. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს მოზარდის ახლობლებმა და ასევე ოჯახის ადვოკატმა.

„თუკი დადგინდა, რომ ეს არის თვითმკვლელობა, კითხვები მის შეყვარებულთან გვექნება, რომელთან დაშორებასაც მარიამი ცდილობდა, ეს ბიჭი კი თავს არ ანებებდა…“ – ადვოკატი ავჭალაში, გაუქმებული ხიდიდან 17 წლის გოგონას გადავარდნის ფაქტზე 

გარდაცვლილი მარიამ ლომიშვილის დედა სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„მიყვარხარ დედიკო, რატომ დამტოვე დე, რა ვქნა, დედიკონა, უშენოდ? როგორ ვიცოცხლო უშენოდ, ჩემო ფერია? მოკიგკვდეს დედა“, – წერს მარიამ ლომიშვილის დედა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები