ტელეჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ქობულეთში გადაღებულ ფოტოს აზიარებს და თავის გარდაცვლილ დას, ირმას მიმართავს:
„ირმა, დღეს ქობულეთში შტორმი იყო. სანაპიროზე გავედი და აქ, ჩვენს მშობლებთან ერთად გატარებული ის დღეები გამახსენდა, როცა ხუთივე ერთად და ყველაზე ბედნიერები ვიყავით.
რაც ჩვენთან აღარ ხარ, მე აღარც სამართლიანობის მჯერა და ზოგჯერ ისიც აღარ ვიცი, ღმერთი სად არის…
დღეს პირველად მომინდა მეთქვა – თუ სადმე ხარ, რამენაირად მანიშნე-მეთქი.
რამდენიმე წუთში ცაზე ეს ცისარტყელა გამოჩნდა.
და იმ წამს ისე ახლოს იყავი ჩემთან, როგორც არასდროს.
მომენატრე, თან, ძალიან მომენატრე…“
მარიამ გაფრინდაშვილის და, ირმა მცირე ხნის წინ ავტოავარიაში გარდაიცვალა.
