„პატარა საქართველო ამ დიდ ისტორიაში.
ჩემი ხმა, ჩემი ფესვები, ჩემი გზა, – წერს მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში და სასიამოვნო სიახლეს გვიზიარებს.
ცნობილი ხდება, რომ ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის სახედ აირჩიეს.
„ვერ ვიჯერებ
მე ამირჩიეს Jazztage Dresden 2026-ის სახედ!
ფესტივალი, რომელიც აერთიანებს 400-ზე მეტ არტისტს 25 ქვეყნიდან, 68 კონცერტსა და 59 საფესტივალო დღეს.
და ამ ყველაფრის მთავარ აფიშაზე “გოგონა საქართველოდან- ნათია თოდუაა”.
11 ოქტომბერს სცენაზე წარვადგენ ჩემს პროგრამას “From Georgia with Soul”.
საქართველოდან მუსიკით და დიდი სიყვარულით,“ – წერს ნათია თოდუა.
