LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

34-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 13 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება!

157
შემოდგომის თბილისი

34-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 13 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ყოველწლიური ფესტივალი წელსაც გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს და 8 კონცერტით იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალში ქართველი მუსიკოსების გარდა მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები  ავსტრიიდან, უნგრეთიდან და ბალტიისპირეთიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს.

წელს საფესტივალო პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანი იქნება და შემოგვთავაზებს ა. ბალანჩივაძის, დ.შოსტაკოვიჩისა და ვ.ა.მოცარტის საიუბილეო თარირებისადმი მიძრვნილ კონცერტებს

2026 წლის 13 სექტემბერს, 34-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ გახსნა მიეძღვნება ქართული მუსიკის კლასიკოსის ანდრია ბალანჩივაძის საიუბილეო თარიღს.

თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და დამწყები პიანისტი გიორგი სეფიაშვილი შეასრულებენ ბალანჩივაძის სიმფონიურ სურათს „ზღვა“, კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N3 და სიმფონიას N1

ბილეთები გაყიდვაშია, როგორც ელექტრონულად

https://biletebi.ge/concerts/120th-anniversary-concert-of-andria-balanchiv

ასევე სალაროში – (+995 32) 2962207

ფესტივალის მხარდამჭერია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

საინფორმაციო მხარდამჭერი რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“

პარტნიორები: „Qourtyard Marriot”  „City Hotel” და რესტორანი „მუხამბაზი“.

ცნობისთვის, ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს. ჯანსუღკახიძის  სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის,, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახი.

წლების განმავლობაში ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით

ფესტივალის არსებობა ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების პროპაგანდასა  და პოპულარიზაციას. განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და  თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას.

ფესტივალის პროგრამა:

13 სექტემბერი – კვირა. 19:30

ანდრია ბალანჩივაძის 120 წლისთავისდმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი

მონაწილეობენ:

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი – გიორგი სეფიაშვილი

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე 

პროგრამა:

ა. ბალანჩივაძე – სიმფონიური სურათი „ზღვა“                                                                         

ა. ბალანჩივაძე – საფორტეპიანო კონცერტი N3                                                                       

ა. ბალანჩივაძე – სიმფონია N1                                                           

===================

18 სექტემბერი – პარასკევი. 19:30

მონაწილეობენ:

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი – იოანა კრისტინა გოიჩეა (ვიოლინო)

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

ს. პროკოფიევი – 3 გრაგმენტი ბალეტიდან „რომეო და ჯულიეტა“

ს. პროკოფიევი – სავიოლინო  კონცერტი N2

პ. ჩაიკოვსკი – სიმფონია N4

===================

25 სექტემბერი – პარასკევი 19:30

დიმიტრი შოსტაკოვიჩის 120 წლისთავისდმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი

მონაწილეობენ:

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტები: ალექსანდრე კორსანტია  (ფორტეპიანო)

 ილია შიოლაშვილი ( საყვირი)

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

დ. შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია (სიმებიანი კვარტეტი N8)

დ. შოსტაკოვიჩი – „საფესტივალო უვერტურა“

დ. შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კონცერტი N1

29 სექტემბერი – სამშაბათი. 19:30ვ.

 ა. მოცარტის დაბადებიდან 270 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი

მონაწილეობენ:

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი: ალექსანდრე კორსანტია  (ფორტეპიანო)

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

ვ. ა. მოცარტი – საფორტეპიანო კონცერტი N27

ვ. ა. მოცარტი – სიმფონია N36 „ლინცი“

—————————————————-

3 ოქტომბერი – შაბათი. 19:30

სიმფონიური მუსიკის კონცერტი

მონაწილეობენ:

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი – ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო)

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

ი. ბრამსი – სავიოლინო კონცერტი

ი. ბრამსი – სიმფონია N2

7 ოქტომბერი – ოთხშაბათი. 19:30

სიმფონიური მუსიკის კონცერტი

მონაწილეობენ:

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

ბუდაპეშტის საქსოფონების კვარტეტი

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

ნაწარმოებები საქსოფონების კვარტეტისთვის

ვ. კახიძე – GRATULALOK (მილოცვა) – საქსოფონების კვარტეტისა და ფორტეპიანოსთვის

(პირველი შესრულება საქართველოში)

გ. ვუკანი – კონცერტი საქსოფონების კვარტეტისა და სიმფონიური ორკესტრისთვის

(პირველი შესრულება საქართველოში)

ვ. კახიძე – ECHO – საქსოფონების კვარტეტისა და სიმფონიური ორკესტრისთვის                 

10 ოქტომბერი – შაბათი. 19:30

ვოკალური მუსიკის კონცერტი

მონაწილეობენ:

ვოკალური ჯაზ-ანსამბლი „Georgian Six”

პროგრამაშია პოპულარული ჯაზური კომპოზიციები

———————————————————

15 ოქტომბერი -ხუთშაბათი. 19:30

კამერული მუსიკის კონცერტი

მონაწილეობენ:

კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები